გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ რუხში ლურჯი მოცვის სანერგე-სადემონსტრაციო მეურნეობა მოეწყო

28-04-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერითა და ამერიკის განვითარების სააგენტო „USAID“-ს პროექტ ZRDA თანადაფინასებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში არსებულ სასუთბურე მეურნეობაში ლურჯი მოცვის სანერგე-სადემონსტრაციო მეურნეობა მოეწყო. სანერგე მეურნეობაში აფხაზეთიდან იძლებით გადაადგილებული 15 პირია დასაქმებული.


პროექტის პირველ ეტაპზე 0,5 ჰა ფართობზე თანამედროვე წვეთოვანი და ფერტიგაციის სისტემებით აღჭურვილი სადედე პლანტაცია მოეწყო. მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ლურჯი მოცვის 5 სახეობის 4000-მდე ნერგის გამოყვანის მიზნით განხორციელდება კალმების აღება სადედე პლანტაციაში და მათი რეკომენდირებული მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილ სათბურში განთავსება. 2020 წლიდან დაგეგმილია მოყვანილი პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გატანა.


ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031