14-03-2021
გამოცემა eurasianet.org - მა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პიარტექნოლოგიებს ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს სტატია მიუძღვნა, რომლის ქართულენოვანი ვერსია foreignpress-მა გამოაქვეყნა.
გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:
"პროსამთავრობო ნაციონალურ საინფორმაციო არხებზე არც ერთი "ახალი ამბავი" არ ჩაივლის ისე, რომ არ გავიდეს კადრები მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, რომელიც, როგორც წესი, ბედნიერებისგან გაბრწყინებულ მორიგ ბებიას ეხვევა.
ერთგან, სოფლად მცხოვრები ქალბატონები მადლობას ეუბნებიან პრეზიდენტს იმისთვის, რომ მათ წყალგაყვანილობა შეუკეთეს, მეორეგან მას პირადად გამოჰყავს საშუალო ასაკის ქალბატონი დატბორილი ტერიტორიიდან.
მართლა ასე უხარიათ თუ არა ბებიებს საკუთარი პრეზიდენტის ნახვა? ეს შეხვედრები საქართველოს ნაციონალური მაუწყებლებისთვის ერთგვარი სენტიმენტალური სტანდარტია და, არც ერთი მთავრობა არ ისურვებდა იმას, რომ საარჩევნო წელს აქ რაიმე პრობლემა შეიქმნას. მაგრამ, როდესაც ასეთი რამ ხდება, მიანდეთ ეს საქმე პრეზიდენტს და ის უსიამოვნო ეპიზოდსაც კი თავის წარმატებად აქცევს და ამ ეპიზოდებში, რა თქმა უნდა, ბებიებთან ჩახუტებაც შევა.
მაგალითად, 24 ივლისს (2012 წელი რედ) ერთ-ერთ ღონისძიებაზე, საქართველოს დასავლეთში, სიღატაკეში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლე როზა წყაბელია სააკაშვილთან მიახლოებას შეეცადა, რათა მისთვის საკუთარი მძიმე ხვედრის შესახებ მოეთხრო. ოპოზიციურმა ტელეკამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ უხეშად გაათრია ტერიტორიიდან ქალბატონი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ორმა მამაკაცმა. ეს კადრები ეკრანზე მოხვდა და ინტერნეტშიც გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებლები დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ.
როდესაც სააკაშვილის ოპონენტები ის-ის იყო, კამპანიას აგორებდნენ, მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკამერების თანდასწრებით საკუთარი პიარნაბიჯი გადადგა: მან როზა წყაბელიას სახლში მიაკითხა, დახმარებას დაჰპირდა და სტუმრობა მორიგი ჩახუტებით დაასრულა.
რა არის ეს, იმის ნიშანი, რომ მედიის მუშაობა კონტროლდება როდესაც საქმე ხელისუფლების მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ეხება, თუ სააკაშვილის პოლიტიკური სიბრძნე, რომელიც პიარშესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებს?
როგორც არ უნდა იყოს, როზა წყაბელიას ინციდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში საინფორმაციო არხების საჭიროების სიმწვავეს, რომლების კადრებს პასიურად არ გადასცემენ" - წერს გამოცემა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით