გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
“500-ლარიანი შემოსავლის პირობებში სესხის გადასახადი 75 ლარს არ უნდა აჭარბებდეს”

29-04-2018

ეროვნულმა ბანკმა ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის მიხევითაც კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებს სესხებზე წვდომა ეზღუდებათ. საუბარია ძირითადად თვითდასაქმებულებზე, როგორებიცაა: ტაქსი, რეპეტიტორი – კერძო პრაქტიკით დაკავებული მასწავლებლები, ძიძა, პროფილაქტიკის ხელოსანი, დალაქი, სალონის ხელოსანი, გზავნილები.


სებ-ის სამუშაო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აკრძალულია ისეთი სესხის გაცემა, როდესაც სესხის მომსახურეობის და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი აღემატება დადგენილ ზღვრებს.


ანუ მსესხებელს არ შეეძლება მისი შემოსავლის კონკრეტულ პროცენტზე მეტი სესხის მომსახურებაში გადაიხადოს. მაგალითად: პირს, რომლის ხელფასიც 500 ლარს არ აღემატება, ყოველთვიურად სესხის მომსახურებისთვის მაქსიმუმ შემოსავლის 15%-ის(მაქსიმუმ 75 ლარი) გადახდა შეუძლია. შემოსავლის ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელიც იზრდება, მაგალითად 1000 ლარამდე შემოსავლის არსებობის შემთხვევაში სესხის მომსახურებაზე მხოლოდ 20% უნდა მიდიოდეს და ა.შ.


ეს მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე/კრედიტზე, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირებზე, გარდა სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობის მიზნობრიობით გაცემული სესხების/კრედიტებისა.


ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე გასაცემ სესხზე, რომელთა შემოსავლის წყაროა სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობა, სესხები გაიცემა არა სავაჭრო / სამეწარმეო მიზნობრიობით და ამასთან, მსესხებლის/თანამსესხებლის ვალდებულებები სესხის გამცემი ორგანიზაციების წინაშე აღემატება 1,000,000 ლარს ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში.


ამ დებულების მოთხოვნები ასევე არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ მსესხებლის ჯამური ვალდებულებები, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიმართ არ აღემატება 300 ლარს და ამასთან, მსესხებელს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში არ აქვს “არის ნეგატიური“ სტატუსი. მსესხებლის „არის ნეგატიური“ სტატუსის არსებობის შემთხვევაში, სესხის გაცემა შესაძლებელია ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად.


ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება ფულადი სახსრების უზრუნველყოფით გაცემულ სესხებზე უზრუნველყოფის ღირებულების და ვადიანობის ფარგლებში, თუკი სესხის/კრედიტის უზრუნველყოფილი ნაწილის დაფარვა გამიზნულია ფულადი სახსრების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალებით.





bfm.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930