გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლო 1 თვეში შსს-მ 130 ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

29-04-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით,     პრევენციულ ღონისძიებებს განაგრძობს.შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით,     პრევენციულ ღონისძიებებს განაგრძობს.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება  დაიწყეს.  72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.

ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  ამოიღეს:


• ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - 12


• კარაბინები, შაშხანები და  სანადირო თოფები - 73


• ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები - 34


• თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი - 11


• აირის, ხმოვანი  და პნევმატური იარაღი - 18


ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.


აღსანიშნავია, რომ 1-ლი იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.  155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით.


„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას, რაც უწყების მიერ მძიმე დანაშაულების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“-აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930