17-03-2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე თხოვნით მიმართავს წმინდა სინოდს, რომ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდონ, რადგან მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია.
„იცით რა რთული პერიოდი გვქონდა წინასააღდგომოდ, აღდგომის პერიოდი და აღდგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო და ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ვთხოვო მთლიანად წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, რომ მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა, მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულად არის დადასტურებული, რომელიც გამოსცადა კაცობრიობის ისტორიამ“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.