17-03-2021
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA - ს საქართველოს ოფისის კოორდინატორს, ნეჯელა დემირდაღის და მის მოადგილეს სალიჰა გიუნერ ბაირაქდარს უმასპინძლა.
შეხვედრაზე, მხარეებმა, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო პროექტებისა და თანამშრომლობის ის მიმართულებები განიხილეს, რომლებშიც TIKA-ს შეუძლია სამსახურისთვის ფინანსური მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის საკონფერენციო დარბაზი, ტექნიკურად, თანამედროვე აპარატურით, უსასყიდლოდ, TIKA - მ აღჭურვა.
კობა კობალაძემ სტუმრებს გაწეული თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მომავალშიც გაუწევს მხარდაჭერას.
თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო TIKA, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა. სააგენტომ, 1994 წლიდან დღემდე, საქართველოში, განახორციელა 600-ზე მეტი საქველმოქმედო პროექტი განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.