17-03-2021
ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში, იწვევს წუხილს, - ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს.
„პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვერიდებით რთულ დისკუსიებს. ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში, იწვევს წუხილს. ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს. ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების არ გამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას. პრემიერ-მინისტრო, მოგიწოდებთ, ოპოზიციასთან ერთად, საერთო ენისა და გამოსავლის ძიებაზე მუშაობის გაგრძელებას. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ელჩების და ევროკომისრების თანდასწრებით. საქართველო ჩვენთვის ნამდვილად ფასეული პარტნიორია და ვაფასებთ პოლიტიკურ პარტნიორობას", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.