გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ზედამხედველმა, მეტსახელად "ლისიმ" პატიმრის 2 წლის გოგოს ფოტო ნახა და თქვა, რა ლამაზია, რომ გაიზრდება ამასთან სექსი გაასწორებსო...

18-03-2021

"საკნის დათვალიერებისას, კონტროლიორმა, მეტსახელად "ლისიმ", ერთ-ერთი პატიმრის ნივთებში მისი 2 წლის გოგონას ფოტო ნახა და თქვა, - რა ლამაზია, რომ გაიზრდება ამასთან სექსი გაასწორებსო" - ამის შესახებ მასალას გაზეთი "ასავალ-დასავალი" მიხეილ სააკაშვილის დროინდელ საპატიმროებთან დაკავშირებით აქვეყნებს:


"პატიმარმა მისი 2 წლის გოგონას შეურაცხყოფა ვერ აიტანა, თავი ვერ შეიკავა და ზედამხედველს ფიზიკურად გაუსწორდა. ამის გამო ის საკნიდან გაათრიეს, ხოლო თანასაკნელებმა, როცა ისინი სასეირნოდ გაიყვანეს, დაინახეს დასისხლიანებული ეგდო ძირს, სისხლს კი კატები ლოკავდნენ.


კონტროლიორები პატიმრების ცემას აბანოში ახერხებდნენ ხოლმე, რადგან აბანო ერთადერთი ადგილია, სადაც კამერები არ არის დამონტაჟებული.


სასურველი ჩვენების მისაღებად ბრალდებულებს სასტიკი ანგარიშსწორებით ემუქრებიან, ყველაზე აპრობირებული კი გაუპატიურებაა, რისთვისაც იყენებენ ხელკეტს, რომელზეც პრეზერვატივია ჩამოცმული" - წერს გამოცემა ერთ-ერთი მსაჯვრდებულზე დაყრდნობით.



p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031