გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სვანეთში პოლიცია პატრულის ეკიპაჟებით გაძლიერდება

29-04-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ წარუდგინა.


მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონულ სამმართველოს ლაშა ბაკურაძე უხელმძღვანელებს. ბაკურაძეს შინაგან საქმეთ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.


სამმართველოს უფროს მოადგილედ დაინიშნენ: ზაზა ელბაქიძე და ზურაბ ლომიტაშვილი. სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელები ეყოლება უბნის ინსპექტორთა განყოფილებას, ასევე ხაიშის, ბეჩოს და იფარის პოლიციის განყოფილებებს.


შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაიზარდა. 30 აპრილიდან, დაბა მესტიაში საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების უსაფრთხოებას დაიცავს.


მესტიის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის/რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ცვლილებების მიზანია ჩვენს მოქალაქეებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე საპოლიციო-ოპერატიული მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930