გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისის მეტრო, შესაძლოა, 3 მაისს გაჩერდეს

30-04-2018

მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირი - “ერთობა 2013” დღეს, 11:00 საათზე, მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ პრესკონფერენციას გამართავს. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული პროფკავშირიდან აცნობეს, გარდა სიტუაციის მიმოხილვისა, ისინი საჯაროდ დააანონსებენ გაფიცვის თარიღს და მოსახლეობას ფლაერების საშუალებით გააცნობენ ქალაქის შესაძლო პარალიზების დროს, ასევე, შეიტანენ განცხადებას შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რათა დაიცვან კანონიერი გაფიცვის შესაბამისი ყველა პროცედურა.

„ერთობა 2013“ მეტროს მემანქანეთა თითქმის სრულ უმრავლესობას მოიცავს, შესაბამისად, გაფიცვის დაწყების შემთხვევაში, დაიკეტება მეტროს ყველა სადგური. მოგეხსენებათ, მეტროში მედიაციის პროცესი ფაქტობრივად დასრულდა. სამმხრივი შეხვედრების შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიისა და მერიისგან პასუხი ერთია - ხელფასების მატება ვერ მოხდება! „ერთობა 2013“-ის წევრებს სხვა აღარაფერი დარჩათ, გარდა გაფიცვისა. 

ხელფასების მატება მეტროში 2013 წლიდან არ მომხდარა. მემანქანეების მოთხოვნა, საათობრივი ანაზღაურების 7 ლარიდან 10 ლარამდე გაზრდაზე, გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონითა და მეტროში არსებული მძიმე სამუშაო პირობებით. 

მეტროს თანამშრომლები უკან დახევას არ აპირებენ, რადგან 2016 წლიდან კომპანიისგან მხოლოდ დაპირებებს იღებენ. მაშინ უარი თქვეს გაფიცვაზე, რადგან ეგონათ პროცესი კონსტურქციული მოლაპარაკებების რეჟიმში დასრულდებოდა, თუმცა ლოდინმა ისინი იქამდე მიიყვანა, როცა გაფიცვის გარდა სხვა გზა არ დარჩათ. მათ მრავალჯერ აღუნიშნავთ, რომ გაფიცვა თავადაც არ სურთ, რადგან კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს მეტროს გამართულ მუშაობას მოსახლეობისა და ქალაქისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ არც მერია და არც კომპანია არ ითვალისწინებს დასაქმებულებისა და ხალხის მდგომარეობას“, - ნათქვამია პრესრელიზში და ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის მეტრო, შესაძლოა, 3 მაისს გაჩერდეს.



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930