გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ღიბრაძე: 28 მარტს, საფეხბურთო მატჩზე ყველა გაყიდული ბილეთის მფლობელს გადაადგილების უფლება მიენიჭება

23-03-2021

მიმდინარე წლის 28 მარტს, ფეხბურთის მატჩი გაიმართება 20:00 საათზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა გაყიდული ბილეთის მფლობელს, ავტომატურად, მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბილეთები მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში გაიყიდება.

„მოგახსენებთ, 28 მარტს დაგეგმილი საერთაშორისო მატჩების შესახებ, რომელიც გაიმართება რაგბიში და ფეხბურთში. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მატჩებზე მოხდება გულშემატკივართა 30%-ის დაშვება, ცხადია არსებული რეგულაციების გათვალისწინებით და ყველა ღონისძიება იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ჩატარდეს ეს შეხვედრები. რაგბის მატჩი გაიმართება 15:00 საათზე, ფეხბურთის მატჩი გაიმართება 20:00 საათზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა გაყიდული ბილეთის მფლობელს, ავტომატურად, მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ. დეტალური ინფორმაცია, პროცედურებთან დაკავშირებით განთავსებული იქნება, როგორც შესაბამისი ფედერაციების ვებ-გვერდებზე, ისე - tkt.ge-ზე. ბილეთების გაყიდვა მოხდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. მიმდინარეობს მცირედი ტექნიკური სამუშაოები და, ფედერაციის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ბილეთების გაყიდვა", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930