25-03-2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით 29250 დოზა დაახლოებით 14000 ადამიანზეა განსაზღვრული და ვაქცინა როგორც სამედიცინო პერსონალზე, ისე 65 წლის ზემოთ მყოფ მოსახლეობაზე იქნება გამოყენებული.
„ვფიქრობთ, რომ იმუნიზაცია „ფაიზერზე“ დაიწყება მომავალი კვირის სამშაბათიდან. ეს არის გერმანული ფირმა „BionTech“-ი, რომელმაც შექმნა ეს ვაქცინა ფაიზერთან ერთად და ერთ-ერთმა პირველმა მიიღო აღიარება, როგორც ამერიკის დაცვის სააგენტოსი, ისე ევროპის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის. 29250 დოზა დაახლოებით 14000 ადამიანზეა განსაზღვრული. გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორივე ვაქცინა იქნება გამოყენებული როგორც სამედიცინო პერსონალზე, ისე 65 წლის ზემოთ მოსახლეობაზე. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად ითვლება „ფაიზერის“ ვაქცინა, 95%-იანი ეფექტიანობა ახასიათებს, 100%ით იცავენ ადამიანებს გართულებებისგან.
ამავე დროს მათ თითქმის ერთნაირად აქვთ ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც საერთოდ კოვიდ ვაქცინებს ახასიათებს, რომლებიც ერთ ან ორ დღეში შემდგომ გადის“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.