გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ს სენატში გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში

25-03-2021

მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების სენატს და ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად, ბატონ ჯორჯ კენტს, გაკეთებული სამართლიანი შეფასებისთვის და ობიექტურობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში.

„აღნიშნული მოსმენა და გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო რეგიონში. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით და რაც მთავარია, დასრულდა ის ერთგვარი აბსურდული ბრალდებები, ცილისწამებები და სპეკულაციები, რომელიც გვესმოდა ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ, ძალიან მოკლე დროში განვახორციე4ლოთ საარჩევნო რეფორმა, ასევე მოვემზადოთ და განვახორციელოთ მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომელიც იყო აღნიშნული ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მხრიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930