გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მცხეთის მერიის თანამშრომლებმა და გენდერული საბჭოს წევრებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართეს

26-03-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, პროექტის „ქალი, ოჯახი, საზოგადოება“

ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და გენდერული საბჭოს წევრებმა, ადგილობრივი გენდერული საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით არსებული პარქტიკა გაუზიარეს და მომავალ თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი მირიანაშვილი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31