გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა

29-03-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან, ლუიზა ვინტონთან შეხვედრა გამართა, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.

ლევან დავითაშვილმა ლუიზა ვინტონს სოფლის განვითარებისა  და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა .

ლუიზა ვინტონმა სამინისტროსთან თანამშრომლობას სანიმუშო უწოდა, აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სოფლის განვითარების და გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით სწორი ხედვა გააჩნია და გაეროს განვითარების პროგრამის სახელით აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო მხარდაჭერის მზაობა დაადასტურა.

შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, ჰაერის დაბინძურების შემცირების, ნარჩენების მართვისა და სოფლის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31