გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლატვიის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

29-03-2021

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინიში ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში ყურადღება გამახვილებულია ლატვიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ხანგრძლივ პარტნიორობაზე. კრიშიანის კარინიში დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები მომავალში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

„ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მსურს, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ჩვენმა ქვეყნებმა წლების განმავლობაში ჩვენი ერების სასიკეთოდ შესანიშნავი თანამშრომლობა და ხანგრძლივი პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით დაამყარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კავშირები მომავალში მხოლოდ გაძლიერდება,"- აღნიშნულია წერილში.

კრიშიანის კარინიში იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ლატვია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს უჭერდა და ასევე გააგრძელებს.

„მსურს ჩემი გულწრფელი სურვილები გამოვხატო საქართველოში რეფორმების ურყევი და წარმატებული განხორციელების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსთან ურთიერთობების გაღრმავებას.
თქვენო აღმატებულებავ, უამრავ წარმატებას გისურვებთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნებასთან ერთად,"- აღნიშნულია მისალოც წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31