გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი მიღწევაა

29-03-2021

"უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების ოთხ წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.



„ამ მონაპოვარს წინ უსწრებდა 2013 წელს ევროკავშირისგან მიღებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი და კომპლექსური რეფორმები. გზა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლამდე გადის ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეების უფლებების უკეთ დაცვისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებისთვის ჩვენი ხელისუფლების დაუღალავ შრომაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


მის თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ  ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შეძლო, მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უვიზო მიმოსვლამ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებს გაუხსნა და მათთვის ხელმისაწვდომი გახადა ახალი შესაძლებლობები: ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებას, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტის - ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების და განმტკიცების მყარი საფუძველია.


„ბუნებრივია კოვიდ19-ის პანდემიამ, იმ გლობალურმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას, მნიშვნელოვნად შეაფერხა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, თუმცა ამ ვითარების შეცვლის შესაძლებლობა დღეს უკვე შორეული პერსპექტივა აღარ არის, ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია, ახლა უკვე ყველას შეგვიძლია ჩვენი წილი წვლილი შევიტანოთ პანდემიისა და მის გამო დაწესებული შეზღუდვების დროულად დასრულებაში.

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან თანამშრომლობით წარმატებულ ნაბიჯებს დგამს, რათა უზრუნველყოს უვიზო რეჟიმის წესების დაცვა და ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა.

2024 წელს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს იმ სტრატეგიულ მიზანს, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია და რომელსაც ზურგს უმაგრებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნება და არჩევანი.

საქართველოს მიერ განვლილი რეფორმებისა და ტრანსფორმაციის გზა იმ მიზნამდე, როგორიც იყო უვიზო მიმოსვლა, ცხადყოფს, რომ ჩვენ შევძელით და კვლავ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930