გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შიდა ქართლში სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების 16 მაღაზია დარღვევებისთვის დაჯარიმდა

29-03-2021

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შიდა ქართლის რეგიონში 44 სპეციალიზებული მაღაზია შეამოწმეს, საიდანაც 16 მათგანში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო ქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ.

(შემოწმების შედეგები იხილეთ: http://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/558?fbclid=IwAR3kseRLXmsV-uSdU3h-BczkaNZ01R0_lkpHd31L3ZKKqREq3dY0X1OpLcI )

სურსათის ეროვნული სააგენტო უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით განაგრძობს სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა.

2020 წელს 500-მდე სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტი შემოწმდა, გამოვლინდა 154 სამართალდარღვევა (მარკირების, შენახვის, რეალიზაციის წესებისა ვადის დარღვევა).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930