გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

29-03-2021

ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. დასრულდა ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. აღნიშნულ მონაკვეთზე განხორციელდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ბორდიურებისა და ტროტუარების მონტაჟი, სრულდება ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. გზის მიმდებარედ იწყება ახალი სკვერის მშენებლობა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

,,ბათუმში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ძალიან მალე გაიხსნება მიმდებარე მონაკვეთი, წლის განმავლობაში დაგეგმილია ბაგრატიონის ქუჩის ბარცხანის ხიდის, გოგოლის ქუჩის რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ბათუმელებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის და დარწმუნებული ვარ ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კუთხით არაერთი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ჯავახიშვილის ქუჩის კეთილმოწყობა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე სისტემა KFW-ის პროექტით იქნა მოწყობილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930