გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება

29-03-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად დღეს ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მოინახულა და ცენტრის გახსნისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ცენტრის დირექტორმა ირმა ზურაბაშვილმა დავით შერაზადიშვილსა და ბუბა გობეჯიშვილს ზრდასრულთა განათლების ცენტრის მომავალი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მსმენელებს 16 სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს.

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მსმენელების მიღება სასწავლო კურსებზე უკვე დაწყებულია.
მსგავსი ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელთა მიზანიც არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარებაა.

„დღეს ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მოვინახულეთ, რომლის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა. მოხარული ვარ, რომ სასწავლო ცენტრი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგად გაიხსნება. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ განათლების მიმართულებას და ამ მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ზრდასრულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმების სფეროს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრს წარმატებებს ვუსურვებ. მუნიციპალიტეტი ცენტრს გვერდში ყოველთვის დაუდგება და მის განვითარებას ხელს აქტიურად შეუწყობს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930