გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

30-03-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, პეკინის გამზირის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მუხიანის IVა, და IVბ მიკრორაიონების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის, პეტრიწის, ფანასკერტელ-ციციშვილის და ლიხაურის ქუჩების მოსახლეობას, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი ლილოს დასახლების, სადგურ ლილოს, ჭირნახულის, არსენ მეკოკიშვილის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის X კვარტლის, შუამთის, კალოუბნის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობა, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე კი არაყიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930