30-03-2021
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას თანამოაზრე, ლალი ანთია გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში იმ მომენტს იხსენებს, როდესაც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ანაკლიაში ჩავიდა, რამდენიმე წუთში იძულებული გახდა ისევ ვერტმფრენში ასულიყო და იქაურობას გასცლოდა:
"ყველაფრის შემოქმედ სააკაშვილს, მამაკაცების გამაუპატიურებელ სააკაშვილს ჰქონდა სამეგრელოში ჩამოსვლის უფლება? რა თქმა უნდა არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ გავაქციეთ 15 წუთში ანაკლიიდან და მერე იცით რა გააკეთა?
ვერტმფრენში რომ ჩაჯდა, იქიდან შუათითი გვაჩვენა. გეკითხებით, ეს პრეზიდენტის შესაფერი საქციელია?
პრეზიდენტი შუათითს უნდა უჩვენებდეს თავის მოქალაქეებს, თუნდაც მის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს?
სააკაშვილმა, მაგ გიჟფანდურამ, შუათითი თავის სანდრას და გიულის უჩვენოს" - განუცხადა ანთიამ გამოცემას.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით