გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიის მეღვინეობის სკოლის წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

1-05-2018

გერმანიის ვაიტსჰოხჰაიმის ინსტიტუტის მეღვინეობის სკოლის წარმომადგენლებმა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთები დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.


დელეგაციის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ უმასპინძლა.


„ქართული ღვინო უნიკალურია. თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ ეს უნიკალურობა და, თანამედროვე მეღვინეობასთან ერთად, შეინარჩუნოთ ის ტრადიციული ღვინის ხაზი, რომელსაც ქვევრის ღვინო ჰქვია“, - აღნიშნა ვაიტსჰოხჰაიმის ინსტიტუტის დირექტორმა ჰერმან კოლეშმა.


ქართველი სპეციალისტებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვაიტსჰოხჰაიმის ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში უკვე მეხუთედ იმყოფება.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებულია და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა. სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინის დაყენება და შეფასება ხდება, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში დაბრუნება მოხდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30