13-09-2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი დიდ დიღომში, კლაპროთის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხაზი გაესვა არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.
დელეგატის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს, როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
„შეხვედრაზე, განვიხილეთ, როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ასევე, ვისაუბრეთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 8 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოსახლეობისთვის გადაადგილება კომფორტული გახდა“,- განაცხადა ალადაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი - ავთო ცინცაძე და საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი გიზო ვასაძე.