3-04-2021
საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ყოველწლიური გეგმის ფარგლებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს სტუმრობენ. სამხედრო ატაშეებმა წელს პირველი გასვლითი შეხვედრა აღმოსავლეთ სარდლობაში გამართეს.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი ვიზიტები სისტემის ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია. ატაშეები ეცნობიან თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესებს და სამომავლო გეგმებს.