5-04-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ქერჩის, გმირ კურსანტთა, გამსახურდიას, ბროლოსანის, იოსებიძის, შარტავას, კალანდაძის, ხვიჩიას, საბურთალოს, კოსტავას, ჭაბუკიანის და შორსის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ლვოვის, კანდელაკის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის, მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ვარკეთილის მასივის VII კვარტლის, ხვედელიანის და ქებურიას ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიაშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის, ქსნის, ფეიქართა და ბეჟანიშვილის ქუჩების მოსახლეობა.