გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრომ მუშაობა განაახლა

5-04-2021

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრო ვიზიტორებისთვის დღეიდან ღიაა. კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე, სასტუმრო ერთი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

ვიზიტორებს სასტუმრო სიახლეებით ხვდება. სასტუმროში განახლდა შიდა ინტერიერი და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.

განახლებული სასტუმრო, დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გახსნა.

,,კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრო ერთი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. დღეიდან კი სასტუმრო ვიზიტორებისთვის უკვე ღიაა. სასტუმროში სრულად განახლდა ინტერიერი და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა, რაც ჩვენი ქალაქის სტუმრებს კომფორტული დასვენების შესაძლებლობას მისცემს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბოლო წლებში ტურისტების მზარდი რაოდენობით გამოირჩევა და ადგილობრივი თვითმმართველობაც ცდილობს ტურიზმის განვითარებას ხელი მაქსიმალურად შეუწყოს, ეს კი მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930