გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეს მიტჩელი:  აშშ არ აღიარებს ამ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს

1-05-2018

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის,  ვეს მიტჩელის განცხადებით, აშშ ე.წ. გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს, არ აღიარებს.

მიტჩელის თქმითვე, ამერიკა რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მიტჩელმა სოფელ ოძისში განაცხადა, სადაც ის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნო.

„10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რომ შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს. ჩვენ ძალიან გვაღელვებს იმ ქართველების უსაფრთხოების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ აქ, ამ ხაზს მიღმა. ვგმობთ ნებისმიერ იმ ქმედებას რომელიც ეხება ქართველების დაკავებას, წამებასა და მკვლელობას და ვუსამძიმრებთ ამ ადამიანების ოჯახებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. წაიღოს უკან ამ რეგიონების აღიარება და ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ მიმოსვლას აღნიშნულ რეგიონებში. შეერთებული შტატები არის ერთგული საქართველოსი და მისი უსაფრთხოების. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძალისხმევას,  რომელიც მოდის საქართველოს მთავრობისგან, პარლამენტისგან და ხალხისგან, რომ აჩვენონ ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი და იყოს წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა“- განაცხადა მიტჩელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031