გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ძველი ბიჭი კი არა სკოლაში დიდი ჩანთით კედელ-კედელ დადიოდა - რას იხსენებს ექსპრეზიდენტის სკოლელი სააკაშვილის ბავშვობაზე

5-04-2021

"მე და სააკაშვილი ერთ სკოლაში (პირველი ექსპერიმენტალური) ვსწავლობდით. რასაც ეგ ყვება, ვითომ ძველი ბიჭი იყო, რომლისთვისაც დანაც კი დაურტყამთ, ზღაპრებია - ასეთი სააკაშვილი მე არ მახსოვს" - ამის შესახებ აფხაზეთის ომის ვეტერანმა, გვარდიის მაიორმა მალხაზ თოფურიამ გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, სააკაშვილი სკოლაში დიდი ჩანთით კედელ-კედელ დადიოდა, არავის ახსოვდა და არც თვითონ აწუხებდა ვინმეს.


"საიდან მოიგონა წყალბურთის ნაკრებში ვიყავიო? - ამას როცა ამბობდა, ეტყობა, თავის კლასელ სანდრო ბითაძეზე ფიქრობდა, რომელიც მართლა წყალბურთელი იყო.


თურმე სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგოც მაგისი შეყვარებული ყოფილა. დამერწმუნეთ, სათავეში რომ არ მოქცეულიყო არავის გაახსენდებოდა ერთი ახმახი ბიჭის არსებობა.


იმასაც ყვება, 51-ე სკოლაში გადასვლის შემდეგაც ვჩხუბობდი და საყელოშემოხეული დავდიოდიო - ესეც ტყუილია, ასეთ სააკაშვილს არავინ იცნობდა. პეკინზე დაბადებული და გაზრდილი ვარ, იმ ეზოშიც მითამაშია, სადაც სააკაშვილი ცხოვრობდა. კი ამბობენ, ხეზე იჯდაო, მაგრამ იმ თუთის ხეზე (თუ არ ვცდები თუთის ხე იყო) შემომჯდარი მე ეგ არ მინახავს, მაგრამ არც მოედანზე ნათამაშები მახსოვს, თუმცა, ზუსტად ვიცი, როგორც კი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, ეზოში ის ხე მოჭრა...


სააკაშვილს უყვარს ისტორიების მოგონება. უცხოეთში ალბათ ყვება, რამდენი ტანკი ააფეთქა ცხინვალის ომის დროს. თურმე, უშიშროების ჯარშიც დანით დადიოდა, როგორც დისიდენტს, ჩექმაში რადიოლა სდებია, დაპატიმრებულიც ყოფილა... სასაცილოა ეს ყველაფერი. მისი ოჯახი ძალიან კარგ ურთიერთობაში იყო უშიშროებასთან და სააკაშვილმაც მათი სასწავლებელი დაამთავრა.


საკუთარ თავს ექსპერტს რომ უწოდებს, სწორედ იმ სააკაშვილის ჟამთააღმწერელ ნიკა ჩიტაძეს მინდა ვუთხრა: ჩიტაძე-ექსპერტო, რომ ამბობ, სააკაშვილი კომკავშირელი არასოდეს ყოფილაო, არ იცი, რომ საბჭოთა უშიშროების არმიაში არაკომკავშირელი ვერ მოხვდებოდა? მაგას სკოლაშიც უნდოდა კომკავშირის მდივნობა, მაგრამ ინტელექტით ვერ გაქაჩა. სამარცხვინოა სააკაშვილის მთელი ცხოვრება, გულწრფელად ვამბობ, ნეტა მსოფლიოს არ ენახა მაგისი ჰალსტუხის ლოღნა.


სხვათა შორის, აგვისტოს ომში დაბალი საფეხურის "ნაციონალის" შორეული ნათესავიც კი არ გაკაწრულა" - განუცხადა თოფურიამ გამოცემას.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930