გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
„როცა ლავრენტი ბერიას ეს ფაქტი აცნობეს, მას უთქვამს: „ბრავო! ხელი არ ახლოთ“....

1-05-2018

ქართველ ცისფერყანწელებს, გერმანული გამოცემა «Frankfurter Allgemeine Zeitung»-ი სტატიას უძღვნის.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


„1934 წელს მწერალთა პირველ საკავშირო ყრილობაზე საბჭოთა ლიტერატურისათვის ერთადერთ სავალდებულო ნორმად სოციალისტური რეალიზმი გამოცხადდა. ყრილობის მუშაობაში ოთხი ყოფილი „ცისფერყანწელიც“ მონაწილეობდა, ხოლო მათგან სამი - პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ნიკოლო მიწიშვილი სიტყვითაც გამოვიდნენ. ფორუმზე პასტერნაკისა და ტიხონოვის მიერ მათი რუსულად თარგმნილი ნაწარმოებების წარდგენაც მოეწყო, რაც ეიფორიულად იქნა აღქმული. მაგრამ ყრილობაზე „ცისფერყანწელები“ მაინც გააკრიტიკეს: „ფეხს ვერ უწყობთო საბჭოთა ლიტერატურის სოციალისტურ ტემპებს, ქადაგებთ ინდივიდუალიზმს, მისტიციზმს, ბოჰემის კულტს და რეალობას თავს არიდებთო“, რაც საბჭოთა ლიტერატურაში სასიკვდილო ცოდვად იყო მიჩნეული. იმ დროს პაოლო იაშვილს და ნიკოლო მიწიშვილს იოსებ სტალინისადმი უკვე ოდები ჰქონდათ მიძღვნილი, მაგრამ რეპრესიებს მაინც ვერ გადაურჩნენ.


1937 წელს პაოლო იაშვილმა, რომელიც საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა (ჩეკისტები მისგან ცილისწამებას ითხოვდნენ მეგობარ მწერლებსა და კოლეგებზე), ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და თავი მწერალთა სასახლეში მოიკლა.


ქართველების მთავარმა ჯალათმა ლავრენტი ბერიამ, რომელიც მოგვიანებით საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელი გახდა, მწერლებს პაოლო იაშვილის დაკრძალვაში მონაწილეობა აუკრძალა. ერთადერთი ვინც ამ ბრძანებას არ დაემორჩილა, „ცისფერყანწელი“ კოლაუ ნადირაძე იყო. როცა ლავრენტი ბერიას ეს ფაქტი გააგებინეს, მას უთქვამს: „ბრავო! ხელი არ ახლოთ“.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930