გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი: როგორ და რამდენ ხანს შეიძლება პოლიტიკის ბედი ქუჩაში გადაწყვიტო

7-04-2021

ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით, ევროპარლამენტში არ აპირებენ კამათს საქართვერლოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელიც ეუთო/ოდირმა აღიარა.

მისივე განცხადებით, კომპრომისი ორივე მხრიდან სიტუაციას გაამარტივებდა.

„2020 წლის არჩევნებს ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ეუთო/ოდირმა არჩევნების შედეგები აღიარა. ეს მათი შესაფასებელი იყო და ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე კამათს. ეს საკითხი გადაწყვეტილია. რამდენი პროცენტი იყო ხარვეზი 3, 5 თუ 6 ეს სხვა საკითხია, მაგრამ არასდროს ყოფილა 20%. მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ავხსნა, ევროკავშირს არ სურს ვინმეს რამე იძულებით გააკეთებინოს, „მოვედი და ეს უნდა გააკეთოთ, ეს ისე უნდა შესრულდეს, რომ თქვენ ჩუმად იყოთ“ ეს არ არის ევროკავშირის სტილი. ევროკავშირს არ სურს წითელი კომისარი იყოს. როგორ შეიძლება იყო პარლამენტის გარეთ და პოლიტიკის ბედი გადაწყვიტო ქუჩაში და რამდენხანს? სოციოლოგიური კვლევებია, რომლებიც ამბობს, რომ მოქალაქეებს სურთ ოპოზიცია პარლამენტში იხილონ. აი ამ ორი დამატებითი ნაბიჯით შეიქმნებოდა არაჩვეულებრივი გარემო მოლაპარაკებების დასაწყებად. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს ეს თუ ამ დასკვნამდე ქართველი პოლიტიკოსები უნდა მივიდნენ. კომპრომისი ორივე მხრიდან რომელი საკითხზე გაამარტივებდა სიტუაციას. ახლა ხიდი არ არის, ეს ორი კედელია. ხიდის გადება ქართველ პოლიტიკოსებზეა“ - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930