გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე: პოლიტსაბჭოში ჩემი ყოფნის აუცილებლობას ვერ ვხედავ

1-05-2018


პარლამენტარის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავად იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში.

მისივე თქმით, სჯობს, თუ პოლიტსაბჭოში სხვა ადამიანები შევლენ.

„მე ვერ ვხედავ ჩემი იქ ყოფნის აუცილებლობას. მარტივად გეტყვით და უპრიანი იქნება, რომ სხვა ადამიანები იყვნენ იქ წარმოდგენილნი. მე რამდენჯერმე ხაზგასმით ვთქვი, რომ ჩემთვის პრინციპული არის, რომ ჩემი ღირებულებების, პრინციპების ადამიანები იყვნენ იქ პოლიტსაბჭოში წარმოდგენილი.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიქნები თუ არა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ ის დაბრუნდა პოლიტიკაში და პარტიას თავის თავი როგორც თავმჯდომარემ ისე შესთავაზა. ამიტომ მე, პირველ რიგში, მისი პოზიცია მიმაჩნია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031