9-04-2021
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღეს საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის დამოუკიდებლობას.
„9 აპრილი არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთი მხრივ, ძალიან დიდი ტკივილის დღე, ამავე დროს არის ქართველი ხალხის ერთინობის და გმირული თავგანწირვის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ის ღირებულება, რომელიც ამ ხალხს აერთიანებდა შევინარჩუნოთ და შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.