გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ღიბრაძე: დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია ნიშნავს, რომ დამსაქმებელმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს

9-04-2021

მობილობის შემცირების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციით მიმართავს დამსაქმებლებს, გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დამსაქმებლებმა, ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა მიიღონ.

„აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ დამსაქმებელმა უნდა მიიღოს, ინდივიდუალურ რეჟიმში. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით, უქმე დღეებად ცხადდება", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930