გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე ბათუმში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა

12-04-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, აჭარაში იმყოფება. დღეს, იგი, ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა.

კობა კობალაძემ, ვეტერანებს სამსახურის გეგმები, პრიორიტეტები და ის პროექტები გააცნო, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უკეთ უზრუნველყოფას ემსახურება. ვეტერანებმა დეტალურად ისაუბრეს მათთვის პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც, არა მხოლოდ ბათუმში მცხოვრები ვეტერანებისთვის, არამედ ქვეყანაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდის აუცილებლობას და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. კობა კობალაძემ, მათ განუცხადა, რომ სამსახური, აჭარის ა/რ მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც, ბენეფიციართა წინაშე დგას. დღევანდელ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე და რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი და ასევე, სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ,აფხაზეთის ა/რ დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამების და რეგიონალური მართვის სამსახურის განყოფილების უფროსი, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომიტეტის წევრი, ნანა ჭანტურია, რომელმაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხში თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს აჭარაში გეგმიურ შეხვედრებს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების დეტალურად გაცნობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი დაძლევის გზების მოძიებას ემსახურება.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შეღავათები ადგილობრივ ვეტერანებს:

მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა;

კომუნალური გადასახადი (წყალი, დასუფთავება, ტელეფონის სააბონენტო);

უფასო გაზიფიცირება ოჯახში შეყვანით;

სოციალურად დაუცველი ვეტერანებისთვის თვეში ერთხელ გაზის ტალონი (5 კგ);

წელიწადში ერთხელ მედიკამენტების დაფინანსება (200 ლ);

სარიტუალო მომსახურების თანხა (500 ლ);

სამკურნალო და სარეაბილიტაციო დასვენების პროგრამა (კერძოდ: ომის და სამოქალაქო შშმ ვეტერანები, ომის მონაწილე ასაკით პენსიონერი, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი)

ქალაქ ბათუმის მერის 27 სექტემბერს, 9 მაისს, 15 თებერვალს და 31 დეკემბერს ერთჯერად მატერიალურ დახმარებს (400 ლ) გასცემს მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეებზე, ომის შშმ პირებსა და ომში დაღუპულის ოჯახის წევრებზე;

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930