გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

27-12-2017

თბილისის მერი კახა კალაძე წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა.

„კარგად იცით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე 13 ივნისის სტიქიის შედეგად თუ რა პრობლემები შეიქმნა და ხედავთ არსებულ მდგომარეობასაც. ეს გზა სრულად აღდგება და ყველაფერი თანამედროვედ მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.


რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930