გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გუგული მაღრაძე ჭარბწონიანობის წინააღმდეგ რეგულაციების მომხრეა

1-05-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ჭარბწონიანობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების მომხრეა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში თქვა.


გუგული მაღრაძის თქმით, ის სიამოვნებით ჩაერთვებოდა ისეთი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში, რომელიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობას შეამცირებდა.


"ჩვენ უნდა დავიწყოთ, "ობესითის", ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლა, რა უნდა გაკეთდეს ამის წინააღმდეგ. ეს ახლა მთელ მსოფლიოშიოა აქტუალური და ჩვენთანაც აქტუალურია. ჭარბწონიანობა პრობლემაა მოსწავლეებშიც. უნდა ვიფიქროთ როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, ბაღებში. ვთქვათ ტკბილეულის ნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და გადასახადი", - თქვა გუგული მაღრაძემ.


შეგახსენებთ, რომ გუგული მაღრაძე თამბაქოს შესახებ კანონის ინიციატორია, რომლის თანახმადაც 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოხმარებაზე შეზღდუვები, კანონის დასჯის შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმები შემოვიდა.


ცნობილია ადგილები, სადაც არ იკრძალება თამბაქოს მოწევა.


კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის (ასევე ელექტროსიგარეტის) აკრძალვას გულისხმობს. თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის გამო ჯარიმას ადგილზე გამოწერენ.


ასავე გაკონტროლდება სატელევიზიო სივრცე, ახალი კანონპროექტის თანახმად, ეთერში სიგარეტის მოწევის ამსახველი კადრის გასვლის შემთხვევაში კადრის დაწყებამდე და დასასრულს სპეციალური გამაფრთხილებელი ვიდეორგოლით უნდა აჩვენონ.





imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930