გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამართალდარღვევები გამოვლინდა

19-04-2021

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გამოვლენილი იქნა სამართალდარღვევები.

კერძოდ:

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქ.N6-ში (კაფე-თავისუფალი სივრცე) არსებულ ძეგლზე განხორციელდა უნებართვო სამუშაოები. მიუხედავად სააგენტოს მიერ არაერთგზის გაფრთხილებისა, სამართალდარმღვევის მხრიდან არ იქნა გამოსწორებული უნებართვო სამუშაოები, რაზეც შედგა შესაბამისი საჯარიმო ოქმი და გადაიგზავნა სასამართლოში.

ასევე, ბათუმში, ხულოს ქ.N23-ში არსებულ ძეგლზე, სააგენტოს მიერ განმეორებით იქნა შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.

მიმდინარე წელს, სააგენტოს კონტროლის ჯგუფის მიერ ქ.ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სულ ოთხი სამართალდარღვევა იქნა გამოვლენილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031