2-05-2018
ბათუმის ბულვარში წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ვალერიან თედორაძეა. ინცინდენტი გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობსა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი დაკავებულის ვალერიან თედორაძის პროცესი გაიმართა, იგი სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა. რაც შეეხება დაკავებულ სამ პირს, მათი სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღის განმავლობაში გაიმართება.
« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |