გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ხელყუმბარა იპოვეს

2-05-2018

თბილისში, ქსნის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მაცხოვრებლებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს. რის შემდეგაც დაუყოვნებლივ აცნობეს სამართალდამცველებს.

ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია კუპრაშვილი წერს:


,,შოკში ვარ. რომ არა ჩვენი მეობელი ზურა, რომელმაც დღეს სკოლაში წამსვლელ ბავშვებს შემთხვევით დაასწრო ადრე ადგომა და სადარბაზოში გასვლა - არ ვიცი რა უბედურება გველოდა. სწორედ მან შეამჩნია მესამე სართულზე კართან ხალიჩაზე ყუმბარა. ,,კალიცო” მოხსნილი იდო, რომ ვინმეს ფეხი გაეკრა და აფეთქებულიყო. ჩემი შვილები ლიფტით არ დადიან და ყოველ დღე ჩაირბებენ იმ ადგილს. წარმოიდგინეთ იმ ადგილზე ბავშვს რომ გაევლო იმ კაცამდე. ან იმ სახლის მაცზოვრებელს რომ დაესწრო გარეთ გამოსვლა. ძალიან ცუდად ვარ ამაზე ფიქრით! ბავშვებს რამდენიმე წუთით დაასწრო ზურამ გარეთ გამოსვლა და კიბეებზე ჩამსვლელები უკან სახლში მოაბრუნა. პოლიცია და კრიმინალური ოპერატიულად მოვიდა და ახლაც მუშაობენ. აუცილებლად უნდა მიაგნონ იმ ცხოველს - ვინც ასე იმეტებს ხალხს და სამუდამოც ცოტაა მისთვის!", -წერს ნათია კუპრაშვილი.


შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღველები მივიდნენ.


როგორც ,,პირველს" შსს-ში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება დაიწყო.


,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ დაიწყო გამოძიება ქსნის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილი ხელყუმბარის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს",- განუცხადეს ,,პირველს" უწყებაში.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930