გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი: კითხვებზე პასუხის მოსმენა მათთვის ძნელი აღმოჩნდა

2-05-2018

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სურდა, რომ დეპუტატების კითხვებზე პასუხი გაეცა.
მისივე თქმით, რეგლამენტაცია მას პარლამენტის დარბაზში ყოფნას არ ავალდებულებს. 

„მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ ის, რომ ეს იქნებოდა დებატების ფორმატი ამის თაობაზე დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული -ეს ერთი. 
მეორე, ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათდამი და მინდა, რომ ბოლომდე პასუხი გავცე მათ კითხვებს.
მესამე, შეგიძლიათ მედიამ ამოიღოთ არაერთი შემთხვევა პრეზიდენტების პარლამენტში დებატებისა და ბოლოს... ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში არცერთი რეგლამენტით არაა გათვალისწინებული. მინდოდა, რომ მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვაზე ალბათ მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები პატივცემული დეპუტატების გამოსვლებს და შემდეგ გავცემ პასუხებს“- განაცხადა პრეზიდენტმა. 
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა დატოვა. მისი უკმაყოფილების მიზეზი სხდომის ფორმატი გახდა, სადაც მისი თქმით, დეპუტატებთან უშუალო დისკუსიის საშუალება არ ჰქონდა. მან ამ ფორმატიდან გადახვევა ითხოვა, რაზეც კენჭისყრის საშუალებით დეპუტატებისგან უარი ეთქვა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930