გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლონეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

3-05-2018

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი (Skin Cintact) ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera“ –ს ორგანიზებით გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას ჟურნალისტები, იმპორტიორები და ღვინის მწერლები დაესწრნენ.


დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია: „მევენახეობა ვაზიანი“, „ჯიველი“, „ვინო მარტვილი“, „მანდილი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „გოცას საოჯახო მეურნეობა“, „ამირან ვეფხვაძის მეღვინეობა“ და „ნიკა ბახიას მარანი“.


დეგუსტაციას უძღვებოდა „Vinisfera“ –ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე. ღვინოები წარმოდგენილი იყო კახეთის, იმერეთის, სამეგრელოსა და ქართლის რეგიონებიდან.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით ექსპორტირებულია 741 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 32 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031