გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ავარია კახეთის გზატკეცილზე - გარდაცვლილია მამაკაცი

3-05-2018

გვიან ღამით კახეთის გზატკეცილზე ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031