გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისი-ზუგდიდის რეისზე მომხდარი შემთხვევის შესახებ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

2-05-2021

თბილისი-ზუგდიდის მატარებლის რეისზე მომხდარი შემთხვევის შესახებ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მატარებლის მეოთხე ვაგონი რელსიდან ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზის გამო გადავიდა.

ამავე ცნობით, მგზავრებს თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.

„ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან თბილისიდან-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს ასცდა ორი გორგოწყვილით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.

თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-ზუგდიდის რეისზე მატარებლის ერთ-ერთი ვაგონი რელსიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930