გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
24 საათში კოვიდ ინფიცირების 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

3-05-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 476 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 111 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 365 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 312 954-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.0%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.6%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 294 252 მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 163 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 15, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 4, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 38, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 513, საიდანაც: 4 114 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 298, აჭარაში - 483, იმერეთში - 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 801 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 89, იმერეთში -101. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 151 პირი, მათგან თბილისში - 96, აჭარაში - 10, იმერეთში - 8. 790 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 457 - თბილისში, 305 - აჭარაში. 9 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 14.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 593 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 612 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 750 პირი, აჭარაში - 2 503, იმერეთში - 1 212.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930