გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის ფოტოგამოფენა გაიხსნა

5-05-2018

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. გამოფენა 7 მაისამდე გაგრძელდება.


ღონისძიება დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ გახსნა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს სამხედრო ისტორიას იცნობდნენ და ეს ცოდნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ასევე ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.


ღონისძიების გახსნას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმის კადეტები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. მათ ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის შეიარაღებული ძალების შესახებ საჯარო ლექცია წაუკითხა.


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის ფოტო და დოკუმენტური საარქივო მასალების ასლები; მათ შორის, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში მონაწილე უფროსი კურსის იუნკერთა სიის ნაწილი, 1918 წელს გადაღებული ფოტო - გენერალი გიორგი კვინიტაძე გერმანელ სამხედროებთან ერთად, სამხედრო სამინისტროს თანამშრომლები, ქართველი არტილერისტები და სახალხო გვარდიელები, 1919 წლის დოკუმენტი, თუ როგორი იყო შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, ან ოფიცერთა ატესტაციის პროექტი, ასევე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო ფოტოები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930