გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
გაზეთი "კომუნისტი" ოჯახში ძალადობის შესახებ 1937 წელს-„მამის საამაყო სახელის წამბილწველი“

7-05-2018

საბჭოთა საქართველოს ცენტრალური გაზეთი „კომუნისტი“, 1937 წლის ერთ-ერთ ნომერში, ვრცელ მასალას უძღვნის თელაველი მამაკაცის მოქმედებას, რომელმაც ცოლ-შვილი მიატოვა და მათთვის ალიმენტის გადახდაზეც კი უარი განაცხადა:


„ნადია ჯაშიაშვილი 1931 წელს ცოლად გაჰყვა პეტრიაშვილს. ოთხი წელი მათ მხიარულად გაატარეს... შალვა განაგრძობდა მასწავლებლობას. ნადია შინ იყო. შეჰხაროდა ქმარს. ზრდიდა შვილს-პატარა რაფიელს.


1935 წელა შ. პეტრიაშვილმა სხვა ქალი დაიმეგობრა. შეიძულა ცოლშვილი, ნადიას ცემა დაუწყო ისე გაბოროტდა, რომ ნადია ჯაშიაშვილს კომკავშირის ბილეთი ნაკუწებად უქცია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი გაიყარნენ.


თელავის რაისახალხო სასამათლომ პეტრიაშვილს ალიმენტის გადახდა დააკისრა. მამა ჯიუტობდა, ალიმენტს არ იხდიდა. ყალბი ხელწერილებიც კი შეადგინა იმის შესახებ, თითქოს ნადია ჯაშიაშვილს ალიმენტი გადაუხადა.


თელავის რაისახალხო სასამართლომ 1936 წელს ალიმენტის გადაუხდელობისა და ყალბი ხელწერილების შედგენისთვის პეტრიაშვილს ექვსი თვით იძულებითი მუშაობა მიუსაჯა, მაგრამ პეტრიაშვილს თავისი სიძე, რაიონის მაშინდელი პროკურორი ს. მამუკაშვილი მიეშველა, „ყოვლისშემძლე“ პროკურორის დახმარების წყალობით პეტრიაშვილს აღარ მოუწია ექვსი თვით იძულებითი მუშაობა. ალიმენტის ძველი დავალიანებები კი გადაახდევინეს.


ნადია ჯაშიაშვილს 1937 წლის ივლისიდან დღემდე აღარ მიუდის კუთვნილი ალიმენტი 260 მანეთი. მან მიმართა თელავის მილიციისა და პროკურატურის მუშაკებს. მაგრამ ყველგან ერთი პასუხი მიიღო „პეტრიაშვილი ვერ აღმოვაჩინეთო“, თუმცა კარგად იციან, რომ პეტრიაშვილი საგარეჯოს რაიონის სოფელ აღბულაღშია მასწავლებლად.


ნადია ჯაშიაშვილი თავისი ექვსი წლის პატარა რაფიელით ვარდისუბაში ცხოვრობს მოხუც დედასთან.


შალვა პეტრიაშვილი არ დაკარგულა; იგი იმალება საგარეჯოში და ჩევენ გვჯერა, შ. პეტრიაშილს -საბჭოთა მასწავლებლის, მამის საამაყო სახელის წამბილწველს, ფეხქვეშ რომ სთელავს მთავრობის დადგენილებას , რესპუბლიკის პროკურორი პასუხს მოსთხოვს.



ს. ყურაშვილი“.
გაზეთი „კომუნისტი“ (სტილი დაცულია)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930