გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი საზოგადოებას ბრძოლისკენ მოუწოდებს: „რუბიო აქ ჩვენი საქმის გასაკეთებლად არ ჩამოვა“

1-04-2026

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას ბრძოლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ჩვენს საქმეს აქ ჩამოსული რუბიო არ გააკეთებს“.


ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„დაიმახსოვრეთ, რუბიო, რომელსაც თავზე აყრია ირანი, ვენესუელა, კუბა და ბევრი სხვა რამ, აქ არ ჩამოვა ჩვენს მაგივრად, ჩვენი საქმის გასაკეთებლად, ისედაც საკმარისად დაგვაცადეს.


თუ ქართველ ხალხს მართლა სურს თავისუფლება, ის მას ბრძოლით მოიპოვებს. ხონჩით თავისუფლებას არავინ მოგვართმევს, როგორც უდიდესმა უკრაინელმა, ტარას შევჩენკომ (რომლის სახელობის უნივერსიტეტიც დავამთავრე კიევში) დაგვიბარა:

Борітеся – поборете! იბრძოლეთ და სძლევთ!“ - წერს სააკაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930