გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან - ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო

28-03-2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლაშა ტალახაძე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ბათუმში გამართულ პირველ კონფერენციას აფასებს და აცხადებს, რომ აჭარაში მმართველი გუნდის ჩასვლამ, დიდი ინტერესი გამოიწვია.


მისი განცხადებით, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, პრობლემური საკითხების მარტივად მოსაგვარებლად.


„ვარლამ ლიპარტელიანმა, ჩვენმა მეგობარმა და პოლიტიკური გუნდის ღირსეულმა წევრმა გვთხოვა, ბათუმში დავსწრებოდით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციას. ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია. დისკუსია და კამათი ახალგაზრდებთან არის საუკეთესო გზა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან. მიხარია, რომ ვარლამი და ახალგაზრდული გუნდი აქტიურად ჩაერთო დისკუსიებში - მე ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო!“, - წერს ტალახაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031