გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა ოქროს კონტრაბანდის 5 ფაქტი გამოავლინეს

8-05-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები - 238 ცალი ოქროს ყელსაბამი და 2 ერთეული ოქროს ზოდი. ხოლო დანარჩენ სამ შემთხვევაში, ბრალდებულები არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საქართველოში მალულად შემოტანას, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით ცდილობდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში ამოღებულია 4 590 გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 429 000 ლარს შეადგენს. 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი, მეორე და მეხუთე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930